Kevin Johnson Authentic Jersey  Hubgeorgia - მთავარი

კომპანია ,,ჰაბ ჯორჯიას” (HUB GEORGIA) მიზანია საქართველოში მოიზიდოს ინვესტიციები  და განახორციელოს ბიზნეს–საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით.

 

საქართველო თავისი სტრატეგიული მდებარეობით, უნიკალური ადგილია სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განსახორციელებლად როგორც საცალო/საბითუმო ვაჭრობის, ასევე წარმოების, რეგიონული ოფისების და წარმომადგელობების განვითარებისთვის.

 

საქართველო თავისი საზღვაო პორტებით და ბოლო წლებში განვითარებული ინფრასტრუქტურით, რეგიონში ჰაბის ფუნქციას უკვე ასრულებს და და ამ ფუნქციას განვითარება და მასშტაბების გაზრდა სჭირდება.

 

თავისუფალი ვაჭრობა ევროპის კავშირთან, ჩინეთთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ახალ შესაძლებლობებს აჩენს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესების შესახებ.

 

ეს შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს – განვითარდეს და მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტიციები.

 

საქართველოში არსებული  საგადასახადო პოლიტიკა და ბიზნესგარემო  იძლევა საშუალებას გამჭვირვალედ და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ვაწარმოოთ საქმიანობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

 

კომპანია “ჰაბ ჯორჯია“ დაინტერესებულია რამდენიმე მიმართულებით და მოწოდებულია მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს საქმიანობა.

 

კომპანია „ჰაბ ჯორჯია“ აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს როგორც ბიზნესის, ასევე ბიზნეს–ადმინისტრირებაში, მენეჯმენტსა და მარკეტინგში რამდენიმე წლიანი გამოცდილებით.

 

ამას გარდა, ჩვენ რეგულარულად ვიკვლევთ ბაზარს და ახალ ტენდენციებს რეგიონის მასშტაბით.

 

ჩვენი მიზანია გამჭვირვალედ და წარმატებულად ვაწარმოოთ ბიზნესი, პარტნიორებთან ერთად.

 

პატივისცემით „ჰაბ ჯორჯიას“ გუნდი

David Perron Authentic Jersey