კორპორატიული ფასეულობები და სოციალური პასუხისმგებლობა 

ჰაბ ჯორჯია (HUB Georgia) ამკვიდრებს ხარისხის მაღალ სტანდარტებს და საქმის მიმართ პროფესიონალურ მიდგომას სამუშაოს ყველა ეტაპზე. ჩვენი მიზანია გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორებთან და მომხმარებლებთან გავამყაროთ კომპანიის იმიჯი, განვავითაროთ სერვისები, რათა ჩვენი ბრენდი იყოს მდგრადი, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული.
 
ძირითადი პრინციპები და ღირებულებები: 

  • ჩვენ ორიენტირებულები ვართ ვაკეთოდ ბიზნესი ეთიკურად, რადგან ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობა ქმნის ღირებულებას და ამაღლებს კომპანიის რეპუტაციას.
  • ჩვენი მიზანია, საქმიანობა ვაწარმოოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლიანობის და პატიოსნების მაღალ სტანდარტებზე დაყრდნობით.
  • ვაზროვნებთ პროგრესულად და ორიენტირებული ვართ დავამკვიდროთ ინოვაციური მიდგომები და ხელი შევუწყოთ მოდერნიზაციას.
  • გვჯერა რომ, გუნდური მუშაობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ადამიანები განსხვავებული იდეებით, ინტერესებით, ქმნიან ერთ ძლიერ გუნდს. მივესალმებით განსხვავებულ აზრებს და დებატებს.
  • მიგვაჩნია, რომ ყველაზე ღირებული გადაწყვეტილებები სწორედ სხვადასხვა აზრების შეჯერებით გუნდურად მიიღება.
  • სწრაფი განვითარება ჩვენი პრიორიტეტია
 
სოციალური პასუხისმგებლობა
 
,,ჰაბ ჯორჯიაში” ჩვენ მტკიცედ გვჯერა, კორპორატიული პასუხისმგებლობის პრინციპის - წარმატების მიღწევის გზაზე აუცილებელია გავითვალისწინოთ ეთიკური ღირებულებები, პატივი ვცეთ ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოს.
 
ჩვენს კომპანიას მთავარ პასუხისმგებლობად მიაჩნია დასაქმებულთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების თანაბარი დაცვა. გარემოს დაცვის ზედამხედველობა კი ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
 
გამოწვევად მიგვაჩნია, ,,ჰაბ ჯორჯიას” კონკურენტუნარიანობის გაიზარდოს მინიმალური მავნე ზეგავლენით ადამიანზე და ბუნებრივ გარემოზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ თოთოეული ჩვენი დასაქმებულის ინტერესი, შევქმნათ მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო პირობები და ამასთან მოვახდინოთ ბუნებრივი გარემოს დაცვა.